-share.jpg)
გილოცავთ კანდიდატის სტატუსს, გილოცავთ ჩვენს საერთო გამარჯვებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც მისივე ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება.
ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა, გამოვიარეთ ურთულესი ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. თუმცა, ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე, რამაც ყველა სირთულის დაძლევის შესაძლებლობა მოგვცა. ტრადიციული ევროპული ღირებულებებია თავისუფლება, თანასწორობა და ღირსება. გასული ორი წლის განმავლობაში საქართველო მოქმედებდა სწორედ როგორც თავისუფალი, თანასწორი და ღირსეული სახელმწიფო. სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0