
საქართველო იმ ქვეყნების სამეულში შედის, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინის შესაძენად ერთ-ერთ საყვარელ მიმართულებად რჩება. ამის შესახებ rbc.ru წერს.
მათივე ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ტაილანდი, სადაც მოთხოვნის 14% მოდის.
საქართველო მეორე მიმართულებაა, სადაც რუსები ყველაზე მეტ უძრავ ქონებას ყიდულობენ. გამოცემის ცნობით, გასულ წელს, ის მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა. წელს კი თურქეთში შემცირებული მოთხოვნის გამო „დაწინაურდა“.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ივლისში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, საქართველოში ბინის შეძენის მსურველთა მომართვიანობა 12,3% იყო. ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ მინიმალური ქვედა ზღვარით (35 ათასი დოლარი) და რუსების დიდი ნაწილის რელოკაციით აიხსნება.
ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების სამეულს არაბთა გაერთიანებული საამიროები ხურავს, სადაც მოთხოვნა 7,8%-ს შეადგენს.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინის შესაძენად, ათ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას, ასე გამოიყურება:
ტაილანდი;
საქართველო;
არაბთა გაერთიანებული საამიროები;
საბერძნეთი;
საფრანგეთი;
ესპანეთი;
კვიპროსი;
ინდონეზია;
ჩეხეთი.
bpn.ge
0
0