ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სასკოლო პროგრამაში ჰაგიოგრაფიის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით დაწყებულ დებატებს გამოეხმაურა:
"რა მაგის პასუხია და ანტიკური ხანის მოაზროვნეების დამოწმების გვერდის ავლით ჯერ ფართო ჰუმანიტარული განათლების სხვა საფუძველი, შეიძლება ითქვას, არ დაბადებულა და ახალ ქართველებს საკუთარი ძველი რატომ "ამოგვივიდა ყელში"? სწავლების ფორმა რომ შესაცვლელი და მოსარგებია თანამედროვე ადამიანის რიტმს, სხვა საკითხია და სწორია, მაგრამ პრინციპში, სწავლების მიმართ საიდან გაჩნდა ეს დიდი თანაგრძნობა - "ბავშვებს ნუ ვტანჯავთ". სად ნახეთ ბავშვი, რომელიც გაიზარდა და ბედის უკუღმართობად და ცხოვრების მოურჩენელ ტრავმად შუშანიკის წამებას ასახელებდეს?
მოგვიგროვეთ რა და კამარაში შევქნით ფსიქოთერაპიის ფოკუს-ჯგუფს - შუშანიკისგან წამებულთა რეაბილიტაციის პროგრამა. მოშუშების თერაპია" - წერს ფეისბუქში ნათია ფანჯიკიძე.
0
0