03/10/2024
18:26
არჩევნები 2024
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს გურიამ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
კოალიციის ლიდერებმა მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე ლაითურში ჩაის პლანტაციებში იმყოფებოდნენ და „გურიელის“ საწარმოს თანამშრომლებს შეხვდნენ.
მათივე ცნობით, სახელმწიფოს მხრიდან ქართული ჩაის ხელშეწყობა და ინდუსტრიის განვითარება იყო თემები, რაზეც კოალიციის ლიდერებმა შეხვედრაზე ისაუბრეს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა.
ამომრჩეველთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, კერძოდ, რა უჭირთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, რას პირდებოდა ხელისუფლება და რა მიიღეს "ქართული ოცნების" 12-წლიანი მმართველობის თავზე?
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად, მოსახლეობას საარჩევნო გეგმა “ილიას გზაც” გააცნო, რომლის თანახმად თუ ხელისუფლებაში "ძლიერი საქართველო" მოვა, ქვეყანა ევროპულ კურსზე დაბრუნდება და სასიკეთოდ შეცვლილ ცხოვრებას გურულები საკუთარ თავზე იგრძნობენ.
"არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ემიგრანტი არ იყოს გასული. უმუშევრობა, სიღატაკე, მაღალი ფასები - ერთ-ერთი ძვირი ქვეყანა გავხდით, ევროპასთან შედარებით. საქართველოს ერთი ძალიან სერიოზული გამოწვევა უდგას - სად იქნება ჩვენი ქვეყანა 26 ოქტომბრის შემდეგ. იქნება დამოუკიდებელ, თავისუფალ სამყაროსთან ერთად თუ იქნება რუსეთის უკანა ეზო.
თავისუფალი სამყარო არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ იმ არჩევანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა და რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია - ევროკავშირში გაწევრიანება, მაღალი სტანდარტის განათლება, მაღალი პენსიები, სამუშაო ადგილები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
0
0