
„გიორგი გახარაია სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, კერძოდ, გერმანიაში იმყოფება. რის შემდეგაც, ვიზიტით მიმგზავრება დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში“- განაცხადა პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი შარაშენიძემ „რადიო სივრცის“ ეთერში.
მისი თქმით, ვიზიტის დაკავშირება კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების საკითხთან, არის „ოცნების“ პროპაგანდა.
„გიორგი გახარია, არ არის ვალდებული შეუთანხმოს ქალბატონ წულუკიანს ან ოცნებას, საკუთარი სამუშაო ვიზიტი“- განაცხადა შარაშენიძემ.
„აქამდეც არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი შემდგარა, თუმცა არ გახმაურებულა“- ამბობს შარაშენიძე.
„ჩვენთვის მთავარია ურთიერთბა და მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შენარჩუნდეს საქართველოს ევროპული განვითარება. ვიზიტის დაკონკრეტების არანაირი აუცილებლობა არ არის.“- განაცხადა გიორგი შარაშენიძემ.
ამასთან, გიორგი შარაშიძის თქმით, გიორგი გახარია კვლავ მზად არის, საგამოძიებო კომისიას პირდაპირ ეთერში ჩაერთოს.
0
0