
ისინი თავგანწირული მეომრების რეპუტაციით სარგებლობდნედნ. ეს სიმამაცით, დაუმორჩილებლობითა და სისასტიკით გამორჩეული ტომი, ამ მხარეში რუსების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, შიშის ზარს სცემდნენ სხვა მეზობელ კავკასიელებს. უბიხები ,მთელი შავიზღვისპირეთის ყველაზე უებრო მებრძოლები იყვნენ, ისინი პირველები გადადიოდნენ შეტევაზე და ბრძოლის ველს უკენასკნელები ტოვებდნენ.კავკასიაში რუსეთის გვირგვინის დამკვიდრების მერე, უბიხებმა, ოსმალეთის იმპერიის მხარე დაიჭირეს და კატეგორიულად დაუპირისპირდნენ რუსულ იმპერიალიზმს, როთაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს საკუთარ ეთნოსს. უბიხები მკვიდრი კავკასიელები იყვნენ, რომლებიც აფხაზებს, ადიღეველებს და აბაზინებს ემეზობლებოდნენ. იმის მიუხედავად,რომ უბიხებს სხვა კავკასიელთა მსგავსი ტრადიციები,ყოფითი კულტურა და წეს-ჩვეულებები ქონდათ,მათი ენა სრულიად უნიკალურ ფენომენად ჩამოყალიბდა.უბიხების ანბანი, რეკორდული რაოდენობის ბგერისგან შედგებოდა, რომელთაგან მხოლოდ ხმოვნების რაოდენობა 84-ს შეადგენდა. ისტორიკოსები ამ ეთნოსს აღწერენ, როგორც წარმოსადეგ, მკვრივი აღნაგობისა და პირმშვენიერ ადამიანებს. მოსავლიან, ზღვისპირა მხარეში ცხოვრების გამო, უბიხები მეტად შეძლებულად ცხოვრობდნენ. ისინი მეცხოველეობას, მეთევზეობას, მებაღეობა-მევენახეობასა და ვაჭრობას მისდევდნენ. კაპიტალის დაგროვებამ ხელი შეუწყო მათი საზოგადოების სხვადასხვა ფენებად ჩამოყალიბებას. მამაკაცები, რომლებიც შეძლებულ კლანებს უდგნენ სათავეში, ადგილობრივ გარემოში შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობდნენ. ისინი, ნაკლებგავლენიან ტომებს საკუთარ კანონებს ახვევდნენ თავს. ტრადიციულად, უბიხები მეზობლებს ესხმოდნენ თავს. სასტიკი შეტაკებების შედეგად ტყვედ ჩავარდნილ ადამიანებს მონებად აქცევდნენ. მონები და ალაფი ძირითადად თურქეთში მიედინებოდა, თუმცა მთიელები არც საკუთარ თავს ივიწყებდნენ. უბიხებმა კავკასიის სინამდვილისთვის უპრეცედენტო მონათმფლობელობა განავითარეს. ათ თავისუფალ უბიხზე 3 მონა მაინც მოდიოდა. უბიხები მუსლიმებადაც ფორმალურად ითვლებოდნენ, რამდენადაც მათი რწმენის საფუძველს აშკარა წარმართობა წარმოადგენდა. უზენაეს ქალღმერთად დედა ბიტხუ მიიჩნეოდა, რომლის კერპსაც სუფთა ოქროსგან ასხამდნენ და მის წინაშე წარმართულ რიტუალებს ასრულებდნენ. გამოსვლები რუსეთის წინააღმდეგ უბიხების დემონიური არსის მქონე ადამიანებად შერაცხვა უსამართლიბა იქნებოდა.
კავკასიელები დღესაც არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ტოლერანტობით, იმხანად კი ტომთაშორისი ქიშპი და კაცთაკვლა ცხოვრებისეულ ნორმად მიიჩნეოდა. ერთერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელივან სამხედრო ოპერაციად, რაც უბიხებმა განახორციელეს, მდინარე სოჩის დაბლობებში მდებარე ნავაგინის სიმაგრის შტურმი უნდა მივიჩნიოთ. ამ სიმაგრეს თავისი ისტორია ქონდა. 1836წელს, იმ მხარეში გენერან სიბირსკის ქვედანაყოფი ჩამოქვეითდა, რომელმაც ხანმოკლე ბრძოლის შედეგად სიმაღლე დაიკავა. აქვე ფორტს ჩაეყარა საფუძველი, რომლის გარნიზონი 8 ოფიცრისა და სამასამდე დაბალი ჩინისგან შედგებოდა. შემდგომში ეს ბასტიონი სისტემატიურად ხდებოდა მთიელთა სამიზნე. 1840წლის სექტემბერში,მთიელთა მსხვილი რაზმი მოულოდნელად დაესხა სიმაგრეს. თავდამსხმელები, რომლებიც სიმაგრეში შეიჭრნენ, მძიმე დანაკარგებით იქნენ განდევნილნი. რუსთა მხარეც საგრძნობლად შეთხელდა, რომელმაც რიგით მებრძოლებთან ერთად, ციხესიმაგრის უფროსიც დაკარგა. სიმაგრის დაკარგვის საფრთხე მეტად დიდი იყო, რისი თავიდან აცილების მიზნითაც ფორტის დასახმარებლად გენერალ აპერისრაზმი დაწინაურდა. რუსებმა, ძლივსძლიობით შეძლეს ამ მედგარი შეტევის მოგერიება. ამ მარცხის შემდეგ, მთიელთა თავდასხმები გაიშვიათდა, თუმცა უბიხები მაინც ახერხებდნენ რუსთა კომუნიკაციების დაზიანებას. პრინციპული დაუმორჩილებლობა და უბიხური ეთნოსის გაქრობა. უბიხები, საკუთარ ცნობიერებაში სავსებით გამორიცხავდნენ მტრის წინაშე კაპიტულაციას იმის მიუხედავადაც კი, რომ მოწინააღმდეგე მხარე მას რიცხვოვნობით მრავალგზის ჭარბობდა.
უბიხთა მიზანს, რუსული იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად მეზობელი კავკასიელი ხალხების დარაზმვა წარმოადგენდა. მათ ყოველმხრივ დახმარებას უწევდნენ ოსმალები, რომლებიც კავკასიელ მთიელებს ერთმორწმუნეებად მიიჩნევდნენ. 1861 წლის ზაფხულში, უბიხთა უკანასკნელმა მთავარმა, ჰაჯი კარენტუჰ ბერზეკმა მთიელთა დამოუკიდებელი კავკასიური სახელმწიფოს შექმნა განიზრახა. სოჩის მახლობლად მათ სახალხო კრებაც მოიწვიეს, მაგრამ ჩერქეზული ტომების გაერთიანება ვერ მოხერხდა. ომებისა უსასრულო შეტევებისგან გაწამებული ხალხი როგორც ჩანს მარცხის სიმწარეს შეეგუა. მედგარი საბრძოლო ღირსების მქონე უბიხები კი დანებებას არც ფიქრობდნენ. რუსთა სამხედრო ხელმძღვანელობამ ვერაფრით მოინელა კავკასიელ უბიხთა დაუმორჩილებლბა, რომლებიც არანაირ კომპრომისებზე არ მიდიოდნენ და არც არანაირი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობდნენ. ერთობ გაღიზიანებული რუსის გენერლები სულ უფრო ხშირად მიმართავდნენ პეტერბურგს, სადაც თავისუფლებისათვის მებრძოლ უბიხებს მონათვაჭრებად და ყაჩაღებად მოიხსენიებდნენ, რომლებიც ოსმალეთს ცოცხალი ძალით ამარაგებდნენ. საიმპერიო ხელისუფლებამ, უბიხებს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა: ან იმპერატორისთვის შეფიცვა ან სრული დეპორტაცია. კავკასიელმა რაინდებმა მონობას დეპირტაცია ამჯობინეს.1864 წლის მაისში, ჩერქეზულ კბაადში(თანამედროვე კრასნაია პოლიანა) აღლუმი ჩაატარეს კავკასიური ომის გამარჯვებით დასრულების ნიშნად. საკუთარი სამშობლოდა გადასახლებული უბიხების დიდი ნაწილი, ოსმალეთისკენ მიმავალ გზაზე ავადმყოფობისა და შიმშილისაგან დაიღუპა-დანარჩენნი კი მათთვის აღთქმულ მიწაზე დასახლდა. უბიხებმა უმძიმესად გადაიტანეს დეპორტაცია, რომლებიც საკუთარ მიტოვებულ სახლკარსა და მეურნეობაზე ნაღვლობდნენ... უცხოობაში მათ საკმაოდ სწრაფად მიივიწყეს მშობლიური ენა და თურქულ ცხოვრების წესზე გადაეწყვნენ. სამწუხაროდ, უბიხურმა ეთნოსმა, რომელიც თურქულს შეერწყა თანდათანობით შეწყვიტა არსებობა.
0
0