18/07/2023
10:21
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ განგი 25 ივნისის შემდეგ, უკვე სამი კვირაა, საზოგადოებაში არ გამოჩენილა.
ჩინეთის პირველ დიპლომატს მონაწილეობა უნდა მიეღო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორელთან შეხვედრასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამიტში, თუმცა ის არც ერთ შემთხვევაში არ გამოცხადდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ცინ განგი არ მისულა ASEAN-ის შეხვედრაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
თუმცა მედია ცინ განგის გაუჩინარების სხვა მიზეზს ასახელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი გაუჩინარების მიზეზი ისაა, რომ მას ქორწინების გარეშე რომანი აქვს ჰონგ-კონგის ტელეკომპანიის რეპორტიორთან, ფუ სიაოტიანთან.
არსებობს ჭორები, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ტელეწამყვანს საერთო შვილიც ჰყავთ.
ცნობისთვის, ჩინეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამქრალია ცინ განგის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ფოტოც.
0
0