
ბათუმში, Batumi View-ს ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსში მცხოვრებ რუს ტურისტებს, ელექტროენერგიის უქონლობაზე ჩივილის გამო, სცემეს.
ტელეგრამის არხის ცნობით, ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მანამდე ტურისტები ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ სიტუაციაში და ჯერ დაუკავშირდნენ კომპანიის მენჯმენტს, მაგრამ მისმა თანამშრომლებმა ისინი ენერგეტიკოსებზე გადაამისამართეს.
ამის შემდეგ რუსები მივიდნენ ენერგეტიკოსებთან, მათგან მიიღეს პასუხი, რომ დამნაშავე იყო მშენებელი, რომელმაც თითქოს წელიწადნახევრის განმავლობაში დროებითი დენის კაბელი მუდმივით ვერ შეცვალა.
რუსმა ტურისტებმა ამჯერად უკვე მშენებლებს მიაკითხეს, მაგრამ მოულოდნელად მათგან აგრესია წამოვიდა, რასაც არ ელოდნენ. "სად გაიზარდე? ამას ჩვენში უწოდებენ "ბოზ*ბას"..." - იყო მშენებლისგან რეპლიკა.
ტურისტები არ დაიბნენ და ამ ყველაფრის ვიდეოზე გადაღება დაიწყეს, რაც მათ პოლიციასთან კომუნიკაციაში დაეხმარა.
მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა “უხალისოდ” მიიღეს დაზარალებულის განცხადება, მაინც დაიწყეს გამოძიება. შედეგად მშნებელმა სოციალურ ქსელებში "ბოდიში მოიხადა ანტირუსული პასკვილისთვის".
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025