
„არის სპეციალური აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვასაც სმარტფონებზეც შეძლებთ. ეს აპლიკაცია დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორ ბაზასთან - ესენია იმუნიზაციის ბაზა და „კოვიდლაბ ბაზა“, სადაც ყველა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. აპლიკაცია იქიდან ამოიღებს {ინფორმაციას} თუ დადებითი ხართ, თუ PCR-ი ბოლო 72 საათში ან ანტიგენი ბოლო 24 საათში გაქვთ გაკეთებული და, შესაბამისად, აცრის სტატუსსაც ამოიღებს. ვისაც არ აქვს სმარტფონები ან უნარ-ჩვევები იმუშაოს აპლიკაციასთან, მათ იუსტიციის სახლში შეუძლიათ ქაღალდზე აიღონ კოვიდ-პასპორტი და ეს პასპორტიც იმუშავებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.
0
0
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
27/06/2025