
"საცხოვრებელი ხალხს, საცხოვრებელი სტუდენტებს," - სტუდენტური მოძრაობა "მაისის" წევრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა ყველა სტუდენტის საცხოვრებლით უზრუნველყოფაა. აქციის მონაწილეების თქმით, რეგიონებში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის, დედაქალაქში ბინის ქირაობა ხელმისაწვდომი არ არის, რაც სტუდენტებს სწავლის პროცესში ხელს უშლის.
"ჩვენ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკა აიძულებს საზოგადოებას, რომ იმ მძიმე სოციალური პირობების გამო საკუთარი უკანასკნელი საცხოვრებელი ჩადოს ბანკში, ან მევახშეს გადასცეს, იმისთვის, რომ მან ეს რაღაც ტიპის თანხა, რომელიც სჭირდება მოიზიდოს. ძირითადად მისი სოციალური სტაბილურობისთვის და ა.შ... ამიტომაც ჩვენ სტუდენტები, რომლებიც ვართ ყველაზე დიდი ჯგუფი ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით დედაქალაქში, რომელიც თავმოყრილი ვართ, რომლებსაც აქვთ საცხოვრებლის პრობლემა, ვერთიანდებით სწორედ საერთო სტუდენტური საცხოვრებლის გარშემო," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
0
0