
„ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც 2017 წელს დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, ისევე, როგორც სხვა ბევრი პრობლემა მოვაგვარეთ და დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. უკვე დაკმაყოფილებულია 2 000-ზე მეტი ოჯახი, დღეს კი გვინდა, 66 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად. მათ გადაეცემათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მათგან 63 ოჯახი ნაძალადევში ცხოვრობს, ხოლო 3 - მთაწმინდაზე. ვულოცავ ამ ოჯახებს, მინდა, ყველას წარმატებები და სიხარული ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერმა ამავე პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ თავიანთი რაიონების გამგეობებს, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტაცია საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად.
0
0
თორინკე შენგელია ესპანეთთან მატჩში ითამაშებს
28/08/2025