
სად უნდა დააგემოვნოთ ტრადიციული ადგილობრივი კერძები საქართველოში?
TatseAtlas-ის სტატიაში მიმოხილულია პროფესიონალი კულინარების მიერ რეკომენდებული პოპულარული ტრადიციული ქართული კერძები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩასულმა ვიზიტორებმა აუცილებლად უნდა გასინჯონ.
"ქართველები, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის წევრები, ქრისტეს დაბადებას იულიუსის კალენდრის მიხედვით ზეიმობენ, შესაბამისად, საქართველოში მართლმადიდებლური შობის დღესასწაული 7 იანვარს აღინიშნება.
ქართველები ქრისტეს შობას განსაკუთრებულად ზეიმობენ - ისინი გამოხატავენ სიყვარულსა და სტუმართმოყვარეობას თავიანთი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და სტუმრების მიმართ. ქართული სადღესასწაულო სუფრა სხვადასხვა სახეობის უგემრიელესი და ,,მაცდუნებელი“ კერძებით გამოირჩევა. ტრადიციული საშობაო კერძებია - სუნელებში შეზავებული საცივი (ინდაური ნიგვზის სოუსით) მადისაღმძვრელი ხაჭაპური (ყველის ღვეზელი), გემრიელი მწვადი (ქართული ბარბეკიუ), ნიგვზიანი ბადრიჯნის რულეტები, ფხალი (ნიგოზსა და ბროწეულში შეზავებული ისპანახი. ცალკე დევს სიმბოლური ტაბლა - ტკბილეულით გადავსებული მცირე ზომის ლანგარი.
ტრადიციული ქართული საშობაო ნუგბარია - გოზინაყი (თაფლიანი ნიგოზი) და ჩურჩხელა (ყურძნის წვენში ამოვლებული კაკალი). საშობაო სუფრას კიდევ უფრო ალამაზებს სახლში დამზადებული გემრიელი ქართული ღვინო. ასევე გულთბილი საშობაო და საახალწლო მილოცვები და სურვილები, საუცხოო ცნობილი ქართული პოლიფონიური სიმღერები სასიამოვნო აურას ქმნის." - აღნიშნულია TatseAtlas-ის სტატიაში.
0
0