საჭიროების შემთხვევაში ჭიანჭველები ერთმანეთს ამპუტაციებს ატარებენ - მეცნიერები
04/07/2024
11:54
მსოფლიო
A-
+A
სიცოცხლისთვის საშიში ტრავმების შემთხვევაში ჭიანჭველები ერთმანეთს კიდურების ამპუტაციას უტარებენ. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალში Current Biology გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
მეცნიერები ჭიანჭველებს კიდურებს თეძოს მიდამოში უზიანებდნენ და აღმოაჩინეს, რომ სხვა ჭიანჭველები მათ კიდურების ამპუტაციას უტარებდნენ - დაზიანების ზევით კბენის მეშვეობით. ამასთან, ისინი ტრავმის მიღებიდან 50 წუთის განმავლობაში მოქმედებდნენ და ეს სისწრაფე „პაციენტის“ გადარჩენის შანსებს ზრდიდა.
ამასთან, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ჭიანჭველებს დაზიანების სიმძიმის მიხედვით, „მკურნალობის“ ტიპის შეცვლაც შეუძლიათ. ასე, თუ იარა თათთან ახლოს იყო, ისინი ამპუტაციაზე უარს ამბობდნენ და უბრალოდ ლოკავდნენ ჭრილობას, რათა ინფიცირების რისკი დაეწიათ.
0
0
58
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%