
მისივე თქმით, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი ხასიათის წინააღმდეგობა, რათა ასრულდეს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა დიდი ხნის სურვილი, შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. მისივე განცხადებით, რუსეთი ელოდება, როდის გატარდება შესაბამისი პროცედურები.
„ჩვენ დიდი ხანია ვიცით ჩვენი მეზობლის, სამხრეთ ოსეთის სურვილი, გააკეთოს თავისი არჩევანი - გაერთიანდეს. ამიტომ, ჩემი აზრით, როდესაც ყველა იურიდიული ფორმალობა იქნება დაცული, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი ხასიათის წინააღმდეგობა, რათა ასრულდეს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა დიდი ხნის სურვილი - შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. ჩვენ ველოდებით, როდის გატარდება ეს პროცედურები. ჩვენ მიერ ყველა საჭირო სამართლებრივი საკითხები დამუშავებულია, ჯერ კიდევ, 20 წლის წინ“, - განაცხადა კლიმოვმა.
0
0
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
23/02/2026