21/11/2021
22:01
პოლიტიკა
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტი ითხოვს, რომ მკურნალობაში ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ჩაერთონ.
„აღენიშნება ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, არტერიული წნევა თამაშობს, რამდენადაც ვიცი, დილით ჰქონდა მაღალი წნევა. ჩემი აქ ყოფნის დროს წნევა დარეგულირდა.
ძალიან ვღელავთ, ასევე, ნევროლოგიის შესახებ, ნევროლოგები ალბათ ჩამოვლენ ხვალ ან ზეგ და გაივლიან პაციენტთან მის მდგომარეობას. მთხოვა მარიამ ჯიშკარიანს დავუკავშირდე, რომელსაც სთხოვს ბატონი პრეზიდენტი მოვიდეს და გაიაროს პაციენტთან მისი მდგომარეობა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პოსტტრავმატული სინდრომი, რომელსაც ასევე სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება. მგონია, რომ საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება ექიმების ჯგუფში, რომ გავაგრძელოთ მისი მკურნალობა“, - აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მზის სინათლე სჭირდება და ბადრაგის სამსახურთან ფანჯრის გაღებასთან დაკავშირებული საკითხი მოგვარდა.
0
0