
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, აღნიშნული ახალგაზრდები, რომლებიც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ არიან დაკავშირებული, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ პარლამენტის წინ გამართული აქციიდან.
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა, მე მგონია, რომ მათი გადარჩენა შესაძლებელია, დარწმუნებული ვარ, მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა შესაძლებელია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მათი ორიენტაცია, სამწუხაროდ, ყველანაირად არის არეული. მგონია, რომ ეს ადამიანები სწორ რელსებზე უნდა მოექცნენ, საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ.
მათი ყველანაირი ორიენტაცია პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის, ამ ახალგაზრდების გადასარჩენად." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საჭიროა, ამ ახალგაზრდების ორიენტაცია სწორ რელსებზე დადგეს და ისინი ჩადგნენ არა უცხოელი აგენტების, არამედ ქვეყნის სამსახურში.
ცნობისთვის, დღეს, თსუ-ში ინციდენტი მოხდა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ლექციის შემდეგ, სტუდენტებმა რუსული რუბლები დაუყარეს.
0
0