
საქართველომ რომ არ დაკარგოს ის უნიკალური შანსი, და არ გავხდეთ ჩიხი უახლოეს მომავალში, საჭიროა ამერიკული კომპანიების სასწრაფოდ დაბრუნება ანაკლიის პორტის მშენებლობასა და ოპერირებაში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაზარაძე წერს, პროექტში ამერიკული კომპანიების დაბრუნება საქართველოს მისცემს აშშ-ის ადმინისტრაციის სრულ მხარდაჭერას, ინვესტორებს, უსაფრთხოების ფორმატსა და ათობით ათას სამუშაო ადგილს.
„ხელი ეწერება სამმხრივ მემორანდუმს აშშ-სომხეთ-აზერბაიჯანის „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნასთან დაკავშირებით, სადაც აშშ-ს პატრონაჟით და უსაფრთხოების გარანტიით გაიხსნება მძლავრი სატრანსპორტო დამაკავშირებელი მაგისტრალი აზიასა და ევროპას შორის.
ანაკლიის პროექტის ჩაგდება სამშობლოს ღალატის ანატომიაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ ჩაიდინა! დღეს ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, ქალაქ ანაკლიაში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილით!
საქართველომ რომ არ დაკარგოს ის უნიკალური შანსი, რაც ღმერთმა გვიბოძა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის სახით და არ გავხდეთ ჩიხი უახლოეს მომავალში, საჭიროა ამერიკული კომპანიების სასწრაფოდ დაბრუნება ანაკლიის პორტის მშენებლობაში და ოპერირებაში. ეს ქვეყანას მისცემს აშშ-ის ადმინისტრაციის სრულ მხარდაჭერას, ინვესტორებს, უსაფრთხოების ფორმატსა და რაც მთავარია, ათობით ათას სამუშაო ადგილს.
ანაკლიის პორტის დასრულება შესაძლებელია წელიწად-ნახევარში და არა 2029 წელს, როგორც ამას ოცნება გვპირდება. ეს დრო ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ მუშაობს.
პ.ს. ვიცი, რომ ამას „ოცნება“ არ გააკეთებს, თუმცა ეს უნდა დამეწერა აუცილებლად“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025