მეტროში საბურთალოს ხაზზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. აღნიშნულ მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.
როგორც სატრანსპორტო სამსახურში განაცხადეს, კაცი ლიანდაგებიდან მაშველებმა უკვე ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, უცნობია.
მამაკაცი კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება.
სატრანსპორტო სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა, ჯერჯერობით, არ აღდგენილა, რადგან ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ ხაზზე მოძრაობა განახლდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
0
0
ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა
26/05/2026
გიორგი ვაშაძე - დღევანდელი დღე უკვე შედგა
26/05/2026