
გაზის მილზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, ამ დროისთვის დამწვარია მაღალი ძაბვის კაბელები, რის გამოც საბურთალოს 26 ათასზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, - ამის შესახებ ინფორმაცია "სფეისნიუსს” კომპანია “თელასმა” მიაწოდა.
"თბილისში, ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე გაჩენილი ხანძრის გამო, დაიწვა კომპანია “თელასის” მაღალი ძაბვის 35 კვტ სიმძლავრის კაბელები, რომლიდანაც ელექტროენერგია მიეწოდება საბურთალოს რაიონის 26000 მეტ მომხმარებელს.
ამჟამად მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ.
გაზის კომპანიის მიერ გადაიკეტა გაზი.
“თელასის” საავარიო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ 00:00 საათისთვის დასრულდება," - განუცხადეს “სფეისნიუსს” კომპანია “თელასში”.
ვიდეო შემთხვევის ადგილიდან ნახეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
https://spnews.io/storage/files/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D%203.mp4
0
0

