
აშშ „MEGOBARI აქტის“ მიღებით ნათლად გამოხატავს მის მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქვეყანას, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის, ისე მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის. ამასთან, უდიდეს პერსპექტივას აძლევს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, „გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისაღებია - გვინდა დასავლეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, თუ „ოცნების“ რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას, როგორც თვითმარქვია ხელისუფლება“.
„MEGOBARI აქტი“ ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს აშშ-ის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, მათ შორის გეოპოლიტიკურ რეგიონულ ჭრილშიც, რადგან აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, ინსტიტუციების კონსოლიდაციაზე. ამ შემთხვევაში, საქართველოს აშშ-თან და დასავლურ სამყაროსთან აქვს მართლაც ძალიან დიდი შესაძლებლობები სტრატეგიული პარტნიორობის, კიდევ უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის. ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ისევ თავის გზას გააგრძელებს, მაშინ ამ ხელისუფლების საკვანძო წარმომადგენლებს, ისევე როგორც პარლამენტის წევრებს, მათი ოჯახის წევრებს და ა.შ. სანქციები ნამდვილად არ ასცდებათ და ეს იქნება ყოვლისმომცველი სანქციები.
საბოლოოდ, გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისაღებია. გვინდა დასავლეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა აშშ-ში, თუ გვინდა „ოცნების“ რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას, როგორც თვითმარქვია ხელისუფლება“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
0
0
გივი მიქანაძე უნგრეთის ელჩს შეხვდა
05/05/2025
7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
05/05/2025