გაეროს გენერალური მდივანის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, გარემოს დამაბინძურებელ მსხვილ კომპანიებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ემისიების შემცირებაზე, რადგან „მსოფლიო კატასტროფის რისკის წინაშეა“.
”წყნარი ოკეანე დღეს ყველაზე დაუცველი ტერიტორიაა მსოფლიოში, რაც უდიდესი უსამართლობაა. პატარა კუნძულები ხელს არ უწყობს კლიმატის ცვლილებას, მაგრამ ყველაფერი, რაც კლიმატის ცვლილების გამო ხდება, აქ იყრის თავს. ზღვის დონის აწევა წყნარი ოკეანის კუნძულოვან ქვეყნებს საფრთხეს უქმნის. საბოლოოდ კი, აღელვებული ზღვები ყველას წაგვლეკავს,” - განუცხადა მან BBC-ს ტონგაში გამართულ წყნარი ოკეანის კუნძულების ლიდერთა ფორუმზე.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ კლიმატის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონი ზღვის დონის დაჩქარებულ აწევას, ოკეანის დათბობასა და მჟავიანობას განიცდის.
„მიზეზი ნათელია: სათბურის აირები, რომლებიც უმეტესად წარმოქმნილია წიაღისეული საწვავის წვის შედეგად, „ანახშირებს“ ჩვენს პლანეტას. ფაქტობრივად, ზღვა ცხელდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაფრისთვის. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ზღვების დონე, საშუალოდ, 9.4 სმ-ით გაიზარდა, მაგრამ ტროპიკულ წყნარ ოკეანეში ეს მაჩვენებელი 15 სმ-მდე დაფიქსირდა. „დიდი ოცეული“ [G20] და ასევე კომპანიები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ მსოფლიოს გლობალურ ემისიებში, პასუხისმგებელნი არიან, რომ მიმდინარე ტენდენცია შეცვალონ. დროა, მათ თქვან: „საკმარისია!““, - თქვა გუტერეშმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
0
0