23/09/2024
18:06
პოლიტიკა
საბოლოო ჯამში, გახარია „ნაცმოძრაობასთან“ ღიად შევა კოალიციაში, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი ფრონტი ჰქონდეთ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილს ჟურნალისტებმა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელის მოწერის შესახებ ჰკითხეს.
„საბოლოო ჯამში, გახარია „ნაცმოძრაობასთან“ ღიად შევა კოალიციაში, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი ფრონტი ჰქონდეთ. ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ საქართველოს ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთიანი ფრონტი ჰქონდეს ერთიანი ქუდის ქვეშ. ტყუილია, რაც ბოლო წლებში ვიხილეთ – ვითომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომ ცალკე მოქმედი პოლიტიკური პარტიები. სინამდვილეში, არსებობს ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები და განაყოფები. ადრე თუ გვიან ყველა იმ ადგილზე მივა, საიდანაც გამოვიდნენ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“, რომელსაც გასულ კვირაში აკრიტიკებდა და მასზე ხელმოწერას გამორიცხავდა.
0
0