26/07/2023
10:39
მსოფლიო
საბერძნეთის კუნძულებზე გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, ხანძარმა, რომელიც უკვე ერთი კვირაა გრძელდება, სახლები გაანადგურა, ქვეყნის ხელისუფლებამ ტურისტების ევაკუაცია გამოაცხადა.
სამი ადამიანის გარდაცვალება უკვე ოფიციალურად დადასტურდა. მათ შორისაა Canadair CL-215 თვითმფრინავის ორი პილოტი, რომელიც ათენის აღმოსავლეთით, ევბეის ერთ-ერთ უდიდეს საბერძნეთის კუნძულზე ხანძრის ჩაქრობისას ჩამოვარდა. გარდაცვლილები 34 და 27 წლისები არიან.
სახელმწიფო ტელეკომპანია ERT, ასევე, იტყობინება 41 წლის გარდაცვალების შესახებ, რომლის დამწვარი ცხედარი ფერმაში აღმოაჩინეს.
ასობით მეხანძრე, თურქეთისა და სლოვაკეთის ძალების დახმარებით, ებრძვიან ხანძარს, რომელიც მძვინვარებს კუნძულებზე როდოსზე, კორფუზე და ევბეაზე, ხოლო თვითმფრინავები ტურისტების ევაკუაციას ახდენენ.
პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, მომდევნო დღეები რთული იქნება.
ტემპერატურა საბერძნეთში ისევ მოიმატებს და ზოგიერთ რაიონში +44 გრადუსს გადააჭარბებს.
0
0