ცენტრალურ საბერძნეთში, 16,500-ზე მეტი თხა და ცხვარი შემოწმდა ვირუსულ ინფექციაზე, რომელიც ცნობილია, როგორც „თხის ჭირი“ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, აღნიშნულ მხარეში, ფერმებში 9 ცხოველს ვირუსი აღმოაჩნდა.
„ამ დროისთვის, ლარისას და ტრიკალას რეგიონებში, ყველა დაზარალებულ ფერმაში 2,500-მდე ცხოველი, ჯამში კი - სულ 16,500 - შემოწმდა. მთავრობა ქვეყანაში „თხის ჭირის“ გავრცელების წყაროს დადგენას ცდილობს. შემოწმდება კიდევ 120,000 ცხოველი.
მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა იმის დასადგენად, თუ როგორ დაიწყო ვირუსის გავრცელების პროცესი,“ - განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის პრესსპიკერმა პავლოს მარინაკისმა.
თესალიის ფართო რეგიონში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცხვარი და თხა კარანტინში მოათავსა და ბაზარზე მათი გატანა 26 ივლისამდე აკრძალა.
ვირუსით ინფიცირებულ ცხოველებს აღენიშნებათ ცხელება, წყლულები, გაძნელებული სუნთქვა და დიარეა. ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026