
საბერძნეთში გამოცხადებული ერთდღიანი გაფიცვის გამო, ტრანსპორტის მიმოსვლა შეჩერდა. ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირი, საცხოვრებელი ხარჯების ზრდის ფონზე, ხელფასების ზრდას ითხოვს.
ერთდღიანი გაფიცვის გამო ქვეყანაში შეჩერდა საბორნე და სარკინიგზო მიმოსვლა, გაუქმდა ავიარისები. ათენში მუშაობა შეაჩერეს მეტრომ და ავტობუსებმა.
პირველი აპრილიდან საბერძნეთის ხელისუფლებამ მინიმალური შრომითი ანაზღაურება 880 ევრომდე გაზარდა, 2027 წლისთის კი, 950 ევრომდე გაზრდას გეგმავს. თუმცა პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ოჯახების ნაწილს მაინც უჭირს თავის გატანა საკვებ პროდუქტებზე, ენერგიასა და საცხოვრებელი ხარჯების ზრდის ფონზე.
„ფასები იმდენად გაიზარდა, რომ 2019 წელთან შედარებით, ჩვენ ვყიდულობთ 10%-ით ნაკლებ პროდუქტს. ჩვენ ვიფიცებით იმისთვის, რაც ცხადია. გაზრდილი ხელფასები და კოლექტიური შრომითი კონტრაქტები ახლავე“, – ნათქვამია პორფკავშირის, GSEE-ის განცხადებაში, რომელიც კერძო სექტორში ორ მილიონზე მეტ დასაქმებულს წარმოადგენს.
0
0