საბერძნეთის ქალაქ ეპიდავრში ქალის რომაული ქანდაკება აღმოაჩინეს
A-
+A

საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უძველეს ქალაქ ეპიდავრში, არქეოლოგებმა ნატურალური ზომის მარმარილოს ქალის ქანდაკება იპოვეს. ქალაქი ეპიდავრი პელოპონესის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. 16 დეკემბერს, ოფიციალური გათხრების სეზონის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგ, არქეოლოგებმა ქანდაკება შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც ძლიერმა წვიმამ მისი მცირე ნაწილი გადარეცხა.
ქანდაკება, სავარაუდოდ, რომის იმპერიის დროს შეიქმნა.
ქალის ქანდაკება ტუნიკასა და მანტიაშია გამოწყობილი. ის ხელებისა და თავის გარეშე იპოვეს, რომელიც,სავარაუდოდ, დაცემისას, მოტყდა. მარჯვენა მკლავის პოზიცია ანტიკურ ხანაში გათხოვილი ქალის ჟესტს გამოხატავს. ამგვარადხშირად იყო წარმოდგენილი ჰიგია, იგივე ჰიგეა - ჯანმრთელობის ქალღმერთი, ასკლეპიუსის ცოლი ან ქალიშვილი.
ქანდაკება რესტრავრაციისთვის ასკლეპიონის საწყობში გადაიტანეს.
ადგილზე, სადაც ქანდაკება აღმოაჩინეს, 2015 წლიდან სისტემატურად ტარდება არქეოლოგიური გათხრები ათენის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელობითა და John S. Lattice Public Interest Foundation-ის მხარდაჭერით.
0
0
539
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%