
საბერძნეთის პრეზიდენტი, ეკატერინა საკელაროპულუ და საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი, ნიკოს პანაიოტოპულოსი 3 ნოემბერს კიევს ეწვივნენ, - წერს ბერძნულ გამოცემა Skai.
"რესპუბლიკის პრეზიდენტი, ეკატერინა საკელაროპულუ უკვე კიევში იმყოფება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე დაგეგმილია საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პირად შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან, ალექსეი რეზნიკოვთან.
მანამდე ბერძნულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი უკრაინის დედაქალაქს ეწვევიან და სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებენ, რომელშიც BMP-1 (საბჭოთა წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანა. მას ნატომ "ემ-1967" ნუმერაცია მიანიჭა) და დამატებითი 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა შედის.
0
0