
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს, რომ ევროპა უნდა გამოფხიზლდეს და საკუთარი თავდაცვითი პოლიტიკა შეიმუშაოს აშშ-ის მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებული რეზონანსული განცხადებებისა და ბოლო თვეების გეოპოლიტიკური მოვლენების შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
სალონიკში, ბიზნესკონფერენციაზე გამოსვლისას მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა „გამოფხიზლდეს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეთარგიული ძილიდან, რომელშიც ის, სამწუხაროდ, გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფება“,
„ბოლოდროინდელი მოვლენები და შეერთებული შტატების განსხვავებული ხედვა სხვადასხვა საკითხისადმი გვავალდებულებს, არა მხოლოდ სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, არამედ ძალიან სწრაფად ვიმოძრაოთ და განვახორციელოთ გადაწყვეტილებები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში განვიხილავდით“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.
მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა შეიმუშაოს თავდაცვითი პოლიტიკა, რომელიც საშუალებას მისცემს განავითაროს შეკავების საკუთარი ძალა და შეამციროს შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18/04/2025
დღეს წითელი პარასკევია
18/04/2025