
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან ნავის ჩაძირვას 16 ადამიანი ემსხვერპლა
ოთხშაბათს ღამით, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 16 ქალი დაიღუპა, 15 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალები აფრიკული წარმოშობის არიან.
საბერძნეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ნავმა, რომელშიც 40 ადამიანი იმყოფებოდა, თურქეთის აივალის პორტი ქარიშხლის დროს დატოვა.
მაშველებმა კლდის ქვეშ ჩარჩენილი მიგრანტების გადარჩენა შეძლეს და ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
გასულ თვეში კუნძულ კიტირასთან ასევე მიგრანტთა ორი ნავი ჩაიძირა. ბორტზე 100-მდე ავღანელი მიგრანტი იმყოფებოდა. საბერძნეთის გვერდის ავლით, თურქეთიდან იტალიის სანაპირომდე უფრო და უფრო მეტი მიგრანტი ცდილობს გადასვლას.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026