
იუტას შტატის მცხოვრები კური რიჩინსი, რომელიც საბავშვო წიგნის ავტორია "როგორ უნდა გაუმკლავდნენ ბავშვები ახლობელი ადამიანის სიკვდილს", საკუთარი ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
ნაფიც მსაჯულებს მხოლოდ სამი საათი დასჭირდათ იმის დასადასტურებლად, რომ რიჩინსმა ქმრის მოწამვლა ორჯერ სცადა. მისი მიზანი იყო ქმრის სიცოცხლის დაზღვევიდან მიღებული თანხით საკუთარი ფინანსური პრობლემების მოგვარება. იუტას შტატის კანონმდებლობით, მას 25 წლიდან უვადო პატიმრობამდე სასჯელი ელის.
სასამართლო მოსმენების დროს გაირკვა, რომ ერიკ რიჩინსის ნათესავებმა მისი გარდაცვალებისთანავე ეჭვი შეიტანეს, რომ სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა. მათი ეჭვები კიდევ უფრო გამყარდა, როდესაც გარდაცვალების მიზეზი გახდა ცნობილი: ფენტანილის ზედოზირება. ეს არის სინთეზური ოპიოიდი, რომლის მოქმედება ათეულობითჯერ აღემატება აშშ-ში გავრცელებულ სხვა ოპიოიდებს — ჰეროინსა და ოქსიკონტინს.
რიჩინსის სისხლში ნარკოტიკის ისეთი დოზა აღმოჩნდა, რომელიც ხუთჯერ აღემატებოდა სასიკვდილო დოზას.
0
0