
საბადრაგო სამსახურის დაკავებული თანამშრომლის ვინაობას იუსტიციის სამინისტრო არ ასაჯაროებს, თუმცა "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ის 37 წლის ივერი ნატრიაშვილია. უცნობია აღიძვრება თუ არა საქმე სხვა ბადრაგების წინააღმდეგ.
რაც შეეხება გაქცეულ პატიმრებს, "კურიერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ნიკა თოიძეა, რომელიც სასჯელს ორი წლის წინ მომხდარი დაჭრის საქმეზე იხდის. მსჯავრდებულის სახლთან იმყოფებოდა "კურიერი". ოჯახმა მედიასთან საუბარი არ ისურვა.
მეზობლები კი ადასტურებენ, რომ გვიან ღამით პოლიცია მუშაობდა ადგილზე.
"დაჭრის საკითხი იყო რაღაც... 3 წელი აქვსო მისჯილი, ასე თქვა დედამისმა," - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
გაქცეული პატიმრები თითქმის 24 საათში დააკავეს. ფაქტი გუშინ მოხდა. გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, სასჯელი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
0
0