
თუ გგონიათ, რომ ამ ევროკავშირის რეზოლუციებში ყველაფერს ვეთანხმები, ძალიან ცდებით. რა თქმა უნდა, რეზოლუციები არის პოლიტიკური დოკუმენტები და იქ ყოველთვის ყველაფერს ვერ დაეთანხმები, - განაცხადა ოპოზიციონერმა საბა ბუაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები".
მისივე თქმით, არც ჩინეთთან არც საუდის არაბეთთან, არც სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის შედეგად, რომლებთან პარტნიორობასაც თქვენ იჩემებთ, რეალურად ამ ქვეყანას სარგებელი და გარდამტეხი ცვლილება არ მიუღია.
„თუ გგონიათ, რომ ამ ევროკავშირის რეზოლუციებში ყველაფერს ვეთანხმები, ძალიან ცდებით. რა თქმა უნდა, რეზოლუციები არის პოლიტიკური დოკუმენტები და იქ ყოველთვის ყველაფერს ვერ დაეთანხმები, მაგრამ ეს რეზოლუციები გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც არსებობს საქართველოსთან მიმართებით. სულისკვეთება და რეზოლუცია არის გამოხატულება იმისა, რაც თქვენ დამართეთ ამ ქვეყანას და დამართეთ ის, რომ ჩამოაშორეთ პარტნიორებს, დატოვეთ მარტო. თამაშობთ ვითომ ბალანსის პოლიტიკას, მაგრამ სინამდვილეში, არც ჩინეთთან არც საუდის არაბეთთან, არც სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის შედეგად, რომლებთან პარტნიორობასაც თქვენ იჩემებთ, რეალურად ამ ქვეყანას სარგებელი და გარდამტეხი ცვლილება არ მიუღია. თქვენი წარმოდგენა საქართველოს შესახებ არის ასეთი - კუთხეში მომწყვდეული, მარტო დარჩენილი, ყველასგან მივიწყებული, არასაინტერესო ქვეყანა, რომელშიც არ არის არც ეკონომიკური პერსპექტივა", - აღნიშა ბუაძემ.
0
0