
საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება აქტიურ ფაზაშია, - ამის შესახებ აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმში დააკვირდა. ის ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუცია ქმნის ყველანაირ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ამომრჩეველს მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ნოვაციების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრისა და შემდგომ არჩევნებზე იქნება გამოყენებული“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
პროექტი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს ივლისის ყოველ შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით წინასწარ განსაზღვრული 89 ლოკაციიდან შეარჩიონ ერთ-ერთი, გაიარონ რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ საარჩევნო პროცესში.
0
0