05/10/2021
13:30
პოლიტიკა
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი ამ ქვეყანაში გამოწვევად ისევ რჩება.
„თბილისის მასშტაბით ხმების გადათვლა უკვე დასრულებულია და პრაქტიკულად არ არის არანაირი აცდენა. უკვე ვიცით, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემები პრაქტიკულად დაემთხვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს და ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე თუ რასაც ვამბობდით და რაზედაც ძალიან დიდი კრიტიკა დავიმსახურეთ.
რა გვინდოდა ჩვენ? არჩევნების მეორე დღე, ამ ქვეყანაში, ერთხელ მაინც ყოფილიყო მშვიდი და ერთხელ მაინც არ ყოფილიყო მოწოდებები თავმჯდომარის გადადგომისკენ, გაყალბებებზე საუბარი და ასე შემდეგ. ამ ნაწილში დიდი პროგრესი ვაჩვენეთ, ყველამ ვინც მხარი დავუჭირეთ საარჩევნო რეფორმას, როგორც ოპოზიციის ნაწილმა, ასევე მმართველმა პარტიამ.
რა თქმა უნდა, პრობლემა დარჩა წინასაარჩევნო პერიოდი, რაზედაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც გააკეთა განცხადება და რომლებზეც დამკვირვებლებმაც გააკეთეს კომენტარები. წინასაარჩევნო პერიოდი ამ ქვეყანაში რჩება გამოწვევად, რადგან მაშინ ხდება დარღვევები, მოსყიდვები და რომელსაც ეს რეფორმა ვერ მოაგვარებდა. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო იმ ადამიანებს, ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ რეფორმის მიმართ და ვუთხრა, რომ ამ რეფორმამ ეს ქვეყანა ერთი ნაბიჯით წინ წაიყვანა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0