
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე, ამბობს, რომ ხვალ სტრასბურგში მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებთან და ბილ ბრიუდერის ჯგუფთან ერთად მიემგზავრება. ჩალაძის თქმით, დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრის მთავარი თემა იქნება - “პუტინის პატიმრები”.
ენმ-ში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ჩალაძემ პოლონელი ექიმების ვიზიტის გაჭიანურებაზე ისაუბრა.
"უკვე 1 კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი. პოლონელი ექიმები არა თვითინიციატივით, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით, გაერთაინებული მისიით. მაშინ, როცა ემანუელ მაკრონი აკეთებს განცხადებებს, როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას პრეზიდენტი სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის დროს, დროულად მოხდეს პოლონელი ექმიმებისთვის ყველა ბიუროკრატიული პრობლემის მოგვარება და საშუალების მიცემა, პრეზიდენტი სააკაშვილი მოინახულონ" ,- ამბობს გიორგი ჩალაძემ.
ჩალაძის თქმით, ევროკავშირმა პოლონელი ექიმების ვიზიტზე "მწვანე შუქი" აანთო და ერთადერთი შეფარხება არის საქართველოს მთავრობისგან დროული პასუხი, თანხმობის განცხადება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან.
"ეს არის 27 ქვეყნის უნისონში თანხმობა და ხელს უშლის ამას საქართველოს მთავრობა", ამბობს ჩალაძე.
0
0