-share.jpg)
ყოფილი ელჩების ეს განცხადება არის სტრასბურგის გადაწყვეტილების გადაფარვის უსუსური მცდელობა, - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადების კომენტირებისას.
„არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ. აქაც მიზანი იგივეა, რაც გვარამიას შემთხვევაში - პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღვივება. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი, აქედან გამომდინარე, ვერცერთ ასეთ განცხადებას ჩვენთვის ფასი ვერ ექნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
უილიამ კორტნი, იან კელი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი და კენეტ იალოვიცი 10 ივლისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში მთავრობას მოუწოდებენ ჰუმანიტარული მოსაზრებებით, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისცენ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის“ შესაძლებლობა.
0
0