26/12/2021
14:16
პოლიტიკა
უკრაინის რადას დეპუტატი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ ინიციატივას მიესალმება და მნიშვნელოვანს უწოდებს.
„მაშინებს ის ფაქტი, რომ ამ კვირების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ მიდის უკეთესობისკენ. როგორც იტყვიან, პრობლემების მთელი რიგი ჯაჭვია, რომელიც იმ ცუდი და არაადამიანური მოპყრობის შედეგად განუვითარდა, რასაც ციხეში იღებდა. მას არ ექცევა სათანადო ყურადღება.
მაგალითად, რამდენიმე დიაგნოსტიკური აპარატი არ არის, ამიტომ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. მას კომპლექსური რეაბილიტაცია სჭირდება მისთვის უსაფრთხო ადგილას ანუ საქართველოს გარეთ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკრაინის ომბუდსმენი უკვე ადამიანის უფლებათა სასამართლოში მხარე იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც იცავს სიმართლეს.
იმ ადამიანების გადაწყვეტილება, რომლებმაც ახლა შიმშილობა დაიწყეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული ინიციატივა“, - აღნიშნა ლიზა იასკომ.
0
0