
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე 2008 წლის მოვლენებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ 2008 წლის მოვლენებში “თავისი როლი ბუქარესტის სამიტმა ითამაშა”.
„დიახ, 2008 წლის ისტორია იყო. მაგრამ ისევ ნატო-მ იათამაშა თავისი როლი, როდესაც აპრილში, ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, სადაც ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდებოდნენ. სააკაშვილს მაშინ ემოციები მოაწვა და გადაწყვიტა, რომ მორჩა, ეს იყო ინდულგენცია. შემდეგ კი კონდოლიზა რაისი (აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი - რედ.) ჩამოვიდა ცხინვალისა და სამშვიდობოების პოზიციების დაბომბვის ბრძანებამდე ერთი თვით ადრე.
უკრაინელებს ცოტა მეტი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ ბუქარესტის ამ იმპულსს მიეღწია იმ ადამიანთა ცნობიერებამდე, რომლებმაც გადაწყვიტეს ყველაფერი რუსული განდევნონ თავიანთი ტერიტორიიდან“, - განაცხადა ლავროვმა.
0
0