08/10/2021
19:54
პოლიტიკა
- უცნაური იყო ის, რომ დიდ ქალაქებში "ქართულმა ოცნებამ" პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა. ასეთი შედეგები განსაკუთრებულად უცნაური და ჩემთვის მოულოდნელი
იყო ბათუმსა და ზუგდიდში, თანაც მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიას არც კი ატარებდა. ალბათ, ამის მიზეზი ის იყო, რომ მმართველმა გუნდმა არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო, მერობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს მახინჯი კოჰაბიტაციის ფორმის შედეგია. არ შეიძლებოდა ამდენი "ნაციონალის" პორტირება. სანდო არ არის ადამიანი,რომელიც ხან ერთი ბატონის მსახურია, ხან - მეორის.
- "ოცნების" მერობის კანდიდატებად ყოფილი "ნაციონალების" დაყენებას გულისხმობთ?
- სწორედაც. პორტირებული ადამიანების ნაწილი ორმაგ თამაშს თამაშობს, ორმაგი აგენტებივით არიან. ეს შეუირაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ერთ-ერთმა ასეთმა პორტირებულმა, რომელიც წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა - მზე ხუთ ქალაქში გაბრწყინდაო. როგორ შეიძლებოდა ამის დაშვება?!
რაც შეეხება "ქართული ოცნების" მიერ 43%-იანი ბარიერის გადალახვას, ამას ველოდი და ნამდვილად ლოგიკური იყო. მით უფრო - სააკაშვილის ჩამოსვლის და მისი დაპატიმრების ფონზე.
- რჩება შთაბეჭდილება, სააკაშვილი ჩამოვიდა იმისთვის, რომ პოლიციას ჩაბარებოდა. როგორ ახსნით სააკაშვილის ასეთ ქმედებას, რომელმაც საბოლოოდ "ქართული ოცნება" ახეირა?
- "ქართული ოცნებაც" ახეირა და "ნაციონალური მოძრაობაც", სხვა ოპოზიციური პარტიები კი პროცესებიდან, ფაქტობრივად, ჩახსნა. როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიმღების ჩანაფიქრიც ასეთი იყო.
- თქვენი ვერსიით, გადაწყვეტილების მიმღები ვინ არის?
- სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება სააკაშვილმა, მარტომ მიიღო. სხვადასხვა ვერსიის განხილვა შეიძლება.
ვრცლად იხილეთ: „კვირის პალიტრა“
0
0
იმერეთში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
10/01/2025