14/12/2021
20:02
პოლიტიკა
როგორც ბრიფინგზე ნევროლოგმა თენგო წულაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს დეპრესია და პოსტტრავმული შოკი აქვს, რისთვისაც კონსილიუმი ფსიქოთერაპიის ჩატარების რეკომენდაციას კიდევ ერთხელ გასცემს.
„პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. გამოხატულია ნევროლოგიური სიმპტომატიკა. რჩება ნერვის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე. ასევე, გამოხატულია ანემია. ფსიქიკური თვალსაზრისით არის ზომიერად მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა.
ჩვენი რეკომენდაციები იყო ფსიქოთერაპიის შესახებ და მაშინაც გავეცით, როცა 25 ნოემბერს ვიყავით მისული, თუმცა არ შესრულდა გარკვეული მიზეზების გამო და ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს. ასევე, მნიშვნელოვანია ფიზიკური რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ ნევროლოგიური დაავადებები ხშირად არ მთავრდება ერთ დღეში და ერთ კვირაში, ამიტომ ხანგრძლივად საჭიროებს რეაბილიტაციას, რასაც ხელს უშლის დეპრესია და პოსტტრავმული ნერვული აშლილობაც.
მისი განმარტებით, სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე რეკომენდებული არ არის მისი გლდანის ციხეში დაბრუნება, რადგან სწორედ იქ მიიღო პატიმარმა სტრესი, რომელმაც მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა დააზიანა.
0
0