16/10/2021
14:23
პოლიტიკა
„გარეწარო სააკაშვილო, კიდევ პოლიტპატიმრობა გინდა? მეტი რაღა უნდა ჩაგედინა? ბიჭების ჩახოცვით დაიწყე და მიწების გაყიდვით დაამთავრე. რომელ პოლიტპატიმრობაზე გაქვს პრეტენზია, პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ არ აგცდება კიდეც. ასეთი მტერი, შენ რომ ხარ და შენი მომხრეები, საქართველოს არ ჰყოლია. მე უბრალოდ ის მიკვირს, რომ მომხრეები გყავს. მინდოდა მათთვის რაღაცის თქმა, მაგრამ აზრი აღარ აქვს. სააკაშვილის მომხრე როცა ხარ, იქ დამთავრებულია ყველაფერი. შენ ისეთ ციხეში უნდა იჯდე, როგორიც შენს დროს იყო. სანატორიუმში რომ ხარ, თაფლს რომ ჭამ და გვატყუებ, ვშიმშილობო. ძალიან ვთხოვ ხელისუფლებას, დაანებეთ თავი ლოიალობას და ისე მოექეცით ამ პატიმარს, როგორც კანონის მიხედვით ეკუთვნის. ნუ აძლევთ იმის უფლებას, რომ ისევ არიოს აქაურობა. ქვეყანა წინ ვერ მიდის, ვერ ვითარდება. აკრძალეთ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია, როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა სააკაშვილს - სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და გირჩევ, იფიქრო იმაზე, როგორ გაგვიუბედურე ოჯახები, და მოინანიო, მაგრამ ეშმაკიც მოციქული ხარ და ამას არ იზამ. რომც მომკლათ, ვერაფერს დამაკლებ - ჩემს შვილთან წავალ. გიული ალასანია დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდეს უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები არიან ის და მისი შვილი“, - განაცხადა ია მეტრეველმა.
რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
0
0