26/11/2021
12:21
პოლიტიკა
„ზუსტად ამიტომაც, თქვენ შეგიძლიათ ჩაწვდეთ ჩემი აღშფოთების სიღრმეს, როდესაც მივიღეთ აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ ჩვენს ქვეყანაში მოწვეულმა სააკაშვილმა ურთიერთობა დაამყარა მოსკოვში გაქცეულ ოლიგარქ კურჩენკოსთან და თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეები დაიხურებოდა მას შემდეგ, რაც დაემხობოდა ხელისუფლება. გარდა ამ საუბრებისა, ჩვენ დავაფიქსირეთ თვითონ თანხის გადაცემა, რომელიც უკრაინაში შუამავლებმა ჩაიტანეს. ეს თანხა არჩეული ხელისუფლების დასამხობად იქნებოდა გამოყენებული. ამ დროს უკრაინა რუსეთს ეომებოდა. ჩემთვის ეს უზარმაზარი შოკი იყო და სააკაშვილის ახალი სახე გამოვლინდა, როგორც ადამიანისა, რომელიც არის უმადური, არაკეთილშობილი, რომელიც საკუთარი ამბიციების გამო, უკვე მეორე სამშობლოს უღალატებდა“, – განაცხადა იური ლუცენკომ.
0
0