29/11/2021
15:29
პოლიტიკა
მისი თქმით, ეს მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობას არასოდეს მოენატრება კაცების გაუპატიურება, ადამიანების ჩაცხრილვა, მეგის ქარდავები, რომან შამათავები.
„საქართველოს ეს არც მოენანატრება და არც გაპატიებს. ეს მაგალითი იქნება არა მხოლოდ მისი რეჟიმისთვის, არამედ ყველა მთავრობისთვის. 7 ნოემბერზე გაკეთებული განცხადება მაგალითია მისი სექტის მიმდევრებისთვის. სააკაშვილის ბრძანების გარეშე ქვეყანაში ჩიტიც ვერ დაფრინავდა. ახლა დაიწყეს არ ვიცოდიო – ალბათ, გირგვლიანის მკვლელობაზე არაფერი იცოდა, გელაშვილის ცემის ფაქტი? – არც მომიტინგეების დარბევა. ვიღაცეებმა დაარბიეს, ეგ ხომ, დემოკრატიის შუქურა იყო. ამ მრწამსით, ღირებულებით და აფერისტობით რომ არის, ამიტომ, ფართხალებს, სადაც ახლა ფართხალებს. 2012 წლის მთავარი დაპირება იყო, რომ ნომერი პირველი ჯალათი ციხეში უნდა ყოფილიყო და არის. მიხეილ სააკაშვილი არის ნომერ პირველი ჯალათი, რომელიც იმდენად ცინიკოსია, რომ იმის ნაცვლად, რომ გამოვიდეს და თქვას, შეცდომა დავუშვი, ტრაგედია იყო და არ უნდა განმეორდეს, ახლა გადაბრალებები სხვაზე დაიწყო. ეს არის მისი გუნდისთვის მაგალითი, რადგან ცოტა ხანში კალამს ვერ გააგდებინებენ ხელიდან, ახლა დაიწყებს რეალური ჩვენებების მიცემას. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ნუ შეედრება, ეს ადამიანები დიქტატურას ებრძოდნენ. თავად რა გააკეთა? – საქართველოს პასპორტი დახია, უკრაინას შეეკედლა და ახლა იქიდანაც გამოაგდეს. როგორც ირკვევა, საქმეა აღძრული, სადაც პუტინის ოლიგარქთან ურთიერთობა უდასტურდება. ეჭვი მაქვს, რომ ამას გამოექცა და ეგონა, აქ რევოლუციას დაატრიალებდა. რა კაცობაა, საქართველოში არაჟნებში ჩამალული შემოვიდა და პრეტენზია აქვს ეროვნულ მოძრაობაზე. ამ ფონზე ზვიად გამსახურდიას ეტოლება“, – განაცხადა ზარქუამ.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025