“მარტო ხალხს კი არ ატყუებენ ოპოზიციონერები, ერთმანეთსაც ატყუებენ. სადღაც სხედან და წერენ, ვის რა თანამდებობა ერგება, არადა ზუსტად ეს სახელები და გვარებია, ვისაც არ მიიღებს ქართული საზოგადოება” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია არჩევნების გზით მინისტრების დაკომპლექტებას კი არა, საკონსტიტუციო გადატრიალებას აპირებს.
„ისინი არჩევნების მოგებას კი არ აპირებენ თურმე, კარგი, ერთმანეთს აგიჟებენ და მინისტრების პორტფელებს ინაწილებენ და პრემიერ-მინისტრის საკითხს წყვეტენ და მიშა სააკაშვილმა იცის ნეტა, გიორგი ვაშაძე რომ ჰყავთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად? მთელი ამბები იქნება ამაზე, ეს რომ გაუხმაურდათ. სახლში არ იციან, როგორც ჩანს, რაღაცებს რომ წერენ თავისთვის.
მაგრამ, იქ ორი თანამდებობა იყო საინტერესო - გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის. ანუ ისინი არჩევნების გზით მინისტრების დაკომპლექტებას კი არა, საკონსტიტუციო გადატრიალებას აპირებენ. კარგი მინისტრები დაინაწილეს, თავისთვის ოცნებობენ და ოცნებას კაცი არ მოუკლავს, გასაგებია, ყველანაირი მნიშვნელობით, მაგრამ ის, რომ აქ ჩაწერეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენპროკურორი, არჩეული თანამდებობის პირები, რომლებიც სულ სხვა ხელისუფლების შტოა, ეს რას ნიშნავს?
დაუშვათ, ისინი არჩეულები არიან და თავისი ვადა აქვთ,რას უშვებიან მაგათ, ჩრდილოვან კაბინეტში რომ შეიყვანეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აპირებენ საკონსტიტუციო გადატრიალებას და არა - არჩევნებს. ანუ ამაშიც კი თვითაღიარება გამოუვიდათ, იმდენად არაპროფესიონალები არიან. კვალიფიკაციის საკითხია, რომ შეიძლება არც იციან, რომ ის ხალხი არჩეულია, იმიტომ, მე რომ მეგონა ხოლმე რაღაც მომენტში, ეს ხალხი რაღაც კვალიფიკაციის იყო, აქაც პრობლემა და გარღვევები აქვთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
0
0
ტრამპი: პუტინმა გამიცრუა იმედები
18/09/2025