
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილმა დღეს გონება ორჯერ დაკარგა.
"მიხეილ სააკაშვილმა დღეს ორჯერ დაკარგა გონება. შემოვიდნენ მერე ბადრაგები, ძლივს როგორც იქნა... ამ სიმაღლე ადამიანია აიყვანეს, დავაწვინეთ. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ დაკარგა გონება. მე ვიყავი იქ, მეორე მხრიდან ექთანი იდგა, მოვასწარი ის რომ თავი დავუჭირე, იმიტომ რომ მთლიანად გაიშხლართა, გაშავდა აბსოლუტურად და დიდხანს იყო ასე უგონოდ“, - აღნიშნა ალასანიამ.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე გონების კარგვას კვების რაციონს უკავშირებს.
„ზოგადი მდგომარეობა დაკავშირებული არის კვების პრობლემასთან. მოიტანოს ის, რასაც ვთავაზობთ ჩვენ და ის, რასაც პაციენტი ირჩევს. ერთობლივად იყოს მოტანილი და იქნებ რაღაცით მოხდეს კვების რაციონის გაფართოება“, - აცხადებს ჩხაიძე.
0
0
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
10/04/2026