30/03/2023
01:02
პოლიტიკა
დაახლოებით 30 ტელევიზია დახურა, მოსპო ოპოზიციური აზრი. რა დემოკრატიის განვითარებაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზეა საუბარი?, - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა.
„ციხეში (როცა მე დამაკავეს) კვირაში მინიმუმ 2-3 გვამი გადიოდა, მიჰყავდათ საავადმყოფოში როგორც ცოცხალი, ფორმდებოდა როგორც ცოცხალი პიროვნება, რომელიც ჩააბარეს საავადმყოფოში და ან იმ დღეს, ან მეორე დღეს უნდა „გარდაცვლილიყო“. გლდანის ციხეში კვირაში მინიმუმ 2-3 ადამიანი კვდებოდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ვისთან, რა ბოროტებასთან გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება საქმე. მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში ბუტა [რობაქიძე] ეგრევე მოკლა“, - აღნიშნა მოლაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.
0
0