21/06/2022
13:19
პოლიტიკა
უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პლენარულ სხდომაზე, სხვა თემებთან ერთად, გუშინდელ აქციაზეც ისაუბრა.
„გუშინ აქციის ორგანიზატორებმა დიდი ხანი ითმინეს, პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, რათა ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, რომელიც შულავერის კომიტეტის გამომზეურებასა და ქვეყნის წალეკვას ითვალისწინებს. ეს იყო ტერმინი, რომელიც გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილისა და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით გუშინ თბილისსა და რეგიონებში აქცია, ლოზუნგით „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მიზანი იყო საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა. სამოქალაქო მოძრაობამ „სირცხვილია“ მომდევნო შეკრება 24 ივნისს დააანონსა. სწორედ ამ დღეს ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
0
0