
სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
,,იმდენად მდაბიო საქციელია ურთულესი გამოწვევების წინაშე მყოფი საკუთარი სამშობლოს დესტაბილიზაციის მცდელობები, რომ ხელისუფლებისათვის რუსეთთან, ანუ ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის უტიფრად დაბრალება ერთადერთია, რითაც რევოლუციურ კომიტეტში გაერთიანებულმა პოლიტიკოსმა ან აქტივისტმა შეიძლება თავი იმართლონ ამომრჩეველთან, ოჯახის წევრებთან, თუნდაც სარკეში ყურებისას.
რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის ან სანქციების დაწესების ან სანქციებიდან თავის არიდების ხელშეწყობის ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას - ამით ამართლებენ უსამშობლობას", - წერს გია ვოლსკი.
0
0