15/03/2023
10:49
პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართული დისკუსიის "პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი", შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტაციის საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი და თვითმფრინავი მზად არის, მაგრამ საქართველოს მთავრობის მხრიდან სიჩუმეა.
"მაღალი დონის სამხედრო სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი მზად არის და ტრანსპორტაციის მხრივ სპეციალური თვითმფრინავი მზად არის. ყველაფერი მზად არის და [საქართველოს მთავრობის მხრიდან] რეალურად სიჩუმეა.
ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერა არსებობს, ვინაიდან, პოლონეთის ელჩმა უკვე მიიღო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ძლიერი მანდატი, ამიტომ [სააკაშვილის] ეს გადაყვანა, ჩვენი ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირისა მხრიდან არის. ევროკავშირის სახელით პოლონეთი ძალიან კარგად არის მომზადებული. ამ საკითხში დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იგი დაუყონებლივ უნდა იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ ნებისმიერ ევროპულ ან ევროატლანტიკურ ქვეყანაში.
მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა და ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ამიტომ ეს ზეწოლა, მათ შორის მედიისგან, ძალიან მისასალმებელია," - აღნიშნა ფოტიგამ.
0
0