13/10/2021
22:55
პოლიტიკა
მისი თქმით, თუკი იქნება სააკაშვილის თანხმობა, ექიმების ჯგუფი რეგულარულად განახორციელებს მის ჯანმრთელობის მონიტორინგს.
„როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც იყო ჩართული ამ მულტიდისციპლინური ჯგუფის შექმნაში. ახლა ველოდებით თავად პატიმრის თანხმობას, რომ ამ ჯგუფმა იმუშაოს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, პატიმრის და მისი პირადი ნდობა ამ ექიმების საქმიანობის მიმართ. მნიშვნელოვანია ის, რომ თუკი იქნება თანხმობა, ისინი რეგულარულად განახორციელებენ ჯანმრთელობის მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდიან იმ ინფორმაციას, რისი გაზიარებაც არ დაარღვევს პატიმრის პერსონალურ მონაცემებს, თუმცა იქნება ზოგადი ხასიათის, მაგრამ მნიშვნელოვანი და ობიექტური ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის დინამიკის თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდა.
0
0